ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქი დაბომბეს, სულ მცირე, 4 ადამიანია დაღუპული

რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქი დაბომბეს.

როგორც ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე სერგი გაიდაიმ Telegram-ში დაწერა, მომხდარს ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათგან ერთი სევერედონეცკში და სამი – ლისიჩანსკში.

ასევე, მისი ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში ლისიჩანსკში 6 ადამიანი დაიჭრა, მათგან 4-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები