რუსეთის მოქალაქეები აეროპორტში გაუქმებული რეისების გამო ისტერიკაში ჩავარდნენ (ვიდეო)
რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, შესაძლოა, ევაკუაცია დასჭირდეს 27 ათას რუს ტურისტს, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება. 2 აგვისტოს მუშაობა შეაჩერა ტურისტულმა სააგენტო ,,ლაბირინთმა“, აქედან გამომდინარე, არ მოხერხდა რუსეთში დასაბრუნებელი ბილეთების შეძენა.
გაერთიანება ,,ტურპომოშმა“ ახალი რეისების რეესტრის ფორმირება დაიწყო, რომლის დახმარებითაც რუსი ტურისტები სამშობლოში დაბრუნდებიან. 2 აგვისტოს განხორციელდა პირველი დამხმარე რეისი: ბარსელონა – მოსკოვი, ასევე დაგეგმილია რეისები, ანტალიაში, ირაკლიაონში, ეგვიპტეში და ევროპის სხვა ქვეყნებში.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=ZfRj5-RlPiw” width=”560″ height=”315″]