შალვა პაპუაშვილი: თუკი ვინმე იმსახურებს დღეს კანდიდატის სტატუსს, ეს სწორედ საქართველოა

თუკი ვინმე იმსახურებს დღეს კანდიდატის სტატუსს თავისი მიღწევებით, სწორედ საქართველო იმსახურებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც კი, მაგალითად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მონაცემებით.

„ასოცირების შეთანხმების შესრულების კუთხით საქართველო ტრიოში არის ლიდერი, პირდაპირ ქულებით ფასდება ეს და ამის მიხედვით არის ლიდერი. საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც კი, მაგალითად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მონაცემებით. თუკი ვინმე იმსახურებს დღეს კანდიდატის სტატუსს თავისი მიღწევებით, სწორედ საქართველო იმსახურებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები