ბაიდენი G7-ისა და ნატო-ს სამიტებს დაესწრება

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 25 ივნისს გერმანიაში G7-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას, ხოლო 28 ივნისს მადრიდში ჩავა და ნატო-ს სამიტს დაესწრება.

ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა თქვა, G7-ის ლიდერები გლობალურ გამოწვევებს განიხილავენ, მათ შორის, უკრაინის მხარდაჭერას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, კლიმატს, ჯანდაცვას, ასევე, კვებისა და ენერგეტიკულ კრიზისებს.

რაც შეეხება ნატო-ს სამიტს, როგორც ჟან-პიერმა აღნიშნა, ლიდერები ალიანსის ახალ სტრატეგიულ კონცეფციას დაამტკიცებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები