“სანქციებთან დაკავშირებით ანკარა ობიექტურ პოლიტიკას ატარებს” – ჩავუშოღლუ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, უკრაინას შესაძლოა, აშფოთებს, რომ ანკარა მოსკოვის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს არ შეუერთდა, მაგრამ თურქეთის პოლიტიკა დაბალანსებული და ობიექტურია.

ამის შესახებ მან ანკარაში, სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“ჩვენი პოზიცია, რომელიც სანქციებთან შეერთებას არ ითვალისწინებს, შესაძლოა, იწვევდეს შეშფოთება, მათ შორის, უკრაინაშიც. მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ თურქეთის პოზიცია დაბალანსებული და ობიექტურია”, – თქვა დიპლომატმა.

მისი თქმით, თურქეთი თავის პოლიტიკას „დამოუკიდებლად, სხვისი აზრის მიუხედავად“ განსაზღვრავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები