“მოსკოვი მზად არის, ამა თუ იმ ფორმით, პორტების განბლოკვის გარანტიები გასცეს” – ლავროვი
მოსკოვი მზად არის, „ამა თუ იმ ფორმით”, უკრაინული მარცვლეულისთვის პორტების განბლოკვის შესახებ გარანტიები გასცეს, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.
„ასეთი ტიპის მარშრუტების უსაფრთხოებას უზრუნველვყოფთ და გარანტიას ვიძლევით, რომ როდესაც, და თუ უკრაინა დაიწყებს განაღმვით პროცესს და თავისი პორტებიდან გემების გასვლის ნებართვას გასცემს, ჩვენ არ გამოვიყენებთ ამ სიტუაციას მიმდინარე სპეციალური სამხედრო ოპერაციის ინტერესებისთვის“, – თქვა მან.
ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის „რუსეთის პრეზიდენტის გარანტიები“ და აღნიშნა, რომ მზადაა, „ამა თუ იმ ფორმით, გააფორმოს ისინი”.