“არასერიოზული მიდგომაა” – ლავროვმა მოლაპარაკებების გამართვაზე ზელენსკის მოთხოვნა შეაფასა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ვოლოდიმორ ზელენსკის განცხადება, რომ მოსკოვთან მოლაპარაკებებისთვის აუცილებელია, რომ რუსეთმა თავისი ჯარები 24 თებერვლამდე არსებულ პოზიციებამდე გაიყვანოს – არასერიოზული მიდგომაა.
ამის შესახებ მან ანკარაში თურქ კოლეგასთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ეს აბსოლუტურად არასერიოზული მიდგომაა, თანაც სრულიად ეწინააღმდეგება იმ ინიციატივებს, რომლებიც თავად უკრაინის დელეგაციამ აქ, 29 მარტს წამოაყენა. ამიტომ, ჩვენ დღეში რამდენჯერმე ვაკვირდებით ასეთ ცვალებადობას”, – განაცხადა ლავროვმა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge