ბერლინში ავტომობილი ხალხში შევარდა
ბერლინის დასავლეთით მანქანა ხალხში შევარდა.
პოლიციის პირველადი ინფორმაციით, ინციდენტი კაიზერ ვილჰელმის მემორიალურ ეკლესიასთან ახლოს მოხდა.
რადიოსადგურ rbb-ს პირველადი ცნობით, მომხდარის შედეგად, 10 ადამიანია დაშავებული.
თუმცა, Bild წერს, რომ დაღუპულია ერთი მოქალაქე.
ამასთან, ავტომობილის მძღოლი დაკავებულია.
ადგილზე ათობით სასწრაფო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული.
როგორც ბერლინის პოლიციის სპიკერმა, მარტინ დამსიმ თქვა, ჯერჯერობით უცნობია, ინციდენტი უბედური შემთხვევის შედეგია თუ მძღოლი შეგნებულად შევარდა ხალხში.