ირანში სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა
ირანის პროვინცია სამხრეთ ხორასანში სამგზავრო მატარებლის რელსებიდან გადასვლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. მანამდე, 13 დაღუპულის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია.
Associated Press-ის ინფორმაციით, 50 მგზავრი დაშავებულია.
არსებული ინფორმაციით, მატარებლის შვიდი ვაგონიდან ოთხი ქალაქ ტიბესთან რელსებიდან გადავიდა.
მატარებელში 350-მდე მგზავრი იმყოფებოდა.
ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს.
ავარიის მიზეზის გამოძიება დაწყებულია. წინასწარი ვერსიით, მატარებელი ექსკავატორს შეეჯახა, რომელიც სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით შესაძლოა, ლიანდაგებთან ყოფილიყო.