ჩერნობილში, ოკუპაციის შემდეგ პირველად, რადიაციული დეტექტორები ამოქმედდა
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ზონაში, ოკუპაციის შემდეგ პირველად, რადიაციული დეტექტორები ამუშავდა. ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) იტყობინება.
აღინიშნება, რომ უკრაინამ, IAEA-ს ტექნიკური მხარდაჭერით, 100 დღის წინ ომის დაწყების დროს დაკარგული სასიცოცხლო საინფორმაციო კავშირის აღდგენა შეძლო.
ამჟამად, ათობით რადიაციულმა დეტექტორმა მონაცემების გადმოცემა კვლავ დაიწყო.
რადიაციული მონიტორინგის ქსელმა ფუნქციონირება 24 თებერვალს შეწყვიტა, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ჩერნობილის ზონა დაიკავეს და იქ 31 მარტამდე იმყოფებოდნენ.
39 დეტექტორიდან უმეტესობა, IRMIS (რადიაციული მონიტორინგის საერთაშორისო საინფორმაციო სისტემა) რუკაზე კვლავ გამოჩნდა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge