შალვა პაპუაშვილი კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელთან, შტეფან მალერიუსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
პარლამენტის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა შტეფან მალერიუსს საქართველოს პარლამენტსა და კონრად ადენაუერის ფონდს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე, ასევე, რეგიონში მიმდინარე მოვლენები, ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს განაცხადი და აღნიშნულთან დაკავშირებული მოვლენები განიხილეს.