უკრაინაში სკოლის პროგრამას ასაფეთქებელ საგნებთან მოპყრობა დაემატება – სწავლა კი 1-ელ სექტემბერს საკლასო ოთახებში განახლდება
უკრაინის განათლების მინისტრის მოადგილის, ანდრეი ვიტრენკოს განცხადებით, ქვეყანაში ახალი სასწავლო წელი 1-ელ სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება.
ამის შესახებ მან ტელეეთერში განაცხადა.
მან სასკოლო სასწავლო პროგრამაში ცვლილებებიც დააანონსა.
ვეტრენკოს თქმით, ცვლილებები შეეხება სამშობლოს თავდაცვის საგანს, რომლის სწავლების დროსაც ეროვნულ-პატრიოტული განათლება გაძლიერდება.
მინისტრის მოადგილის თქმით, მასწავლებლები ბავშვებს მოუყვებიან, როგორ მოიქცნენ ასაფეთქებელ საგნებთან შეხების დროს.
„ცვლილებები შეეხება ამ საგნის პრაქტიკული მიმართულების გაძლიერებას. ბავშვებმა უნდა იცოდნენ, პრაქტიკაშიც უნდა იცოდნენ. გაძლიერდება ეროვნულ-პატრიოტული განათლებაც. იქნება ცალკე ბლოკი, რომელიც გამნაღმვით ქმედებებს შეეხება“, – განაცხადა მან.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge