“900 ადამიანიდან მხოლოდ 60 გადარჩა” – უკრაინელმა ჯარისკაცებმა დონბასში რუსეთის ელიტარული ბრიგადები გაანადგურეს
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონბასში დიდი დანაკარგი განიცადეს. უკრაინის თავდაცვის ძალებმა იქ ორი ელიტური ბრიგადა თითქმის მთლიანად გაანადგურეს.
ამის შესახებ “ტელეარხი 24” დაზვერვაში წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
წყაროს თანახმად, ომის პირველ კვირებში, აღჭურვილობასთან ერთად, განადგურდა სრულფასოვანი ბრიგადა და 900 ადამიანიდან მხოლოდ 60 გადარჩა.
აღინიშნება, რომ, სწორედ დონბასში ასეთი კატასტროფული დანაკარგების ფონზე, ფრონტზე წასვლაზე მასობრივი უარი ფიქსირდებოდა.
როგორც ირკვევა, ვიტებსკის 38-ე გვარდიის მოტომსროლელი ბრიგადის წევრები უკრაინელებთან რამდენიმე შეტაკებიდან უკვე სახლში დაბრუნებას ითხოვდნენ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge