ირანში 12 პატიმარი სიკვდილით დასაჯეს, მათ შორის ერთი ქალია

ირანში მძიმე დანაშაულებებსა და ნარკოტიკებით ვაჭრობაში ბრალდებული 12 პატიმარი სიკვდილით დასაჯეს.

ამის შესახებ Anadolu ადამიანის უფლებათა სააგენტოს (HRANA) მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს ცნობით, სიკვდილით დასჯა სისტანი-ბელუჩისტანის პროვინციის ქალაქ ზაჰედანის ციხეში მოხდა. სიკვდილით დასჯილთა შორისაა განზრახ დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული ქალი.

Amnesty International-ის ​24 მაისის ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს ირანში სიკვდილით 314 ადამიანი დასაჯეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები