“მეზიზღებიან, ნაძირლები და ნაბიჭვრები არიან, ყველაფერს გავაკეთებ მათ გასაქრობად” – მედვედევი დასავლეთზე
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა “ტელეგრამში” საკუთარი რიტორიკის სიმკაცრე ახსნა და თქვა, რომ სძულს ისინი, ვისაც რუსეთის განადგურება უნდა.
ამის შესახებ მან ასევე Telegram-ში დაწერა.
“ხშირად მეკითხებიან, რატომ არის “ტელეგრამში” ჩემი პოსტები ასეთი მკაცრი. მე ვპასუხობ – მეზიზღება ისინი. ისინი ნაძირლები და ნაბიჭვრები არიან. მათ ჩვენი სიკვდილი უნდათ, რუსეთის სიკვდილი. და სანამ ცოცხალი ვარ, მათ გასაქრობად ყველაფერს გავაკეთებ“, – დაწერა მან.