სომხეთში ჯარისკაცების მანქანა ამობრუნდა, არიან დაშავებულები
სომხეთში ვაიოც ძორის რეგიონში, ერევანი-მეღრის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას Shamshan-ი ავრცელებს.
გამოცემის წყაროს ინფორმაციით, დღეს, დაახლოებით 10:40 საათზე ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე მყოფი სატვირთო – KamAZ-ი გაურკვეველ ვითარებაში ამობრუნდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ავტომობილში მყოფი 11 სამხედრო მოსამსახურე სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარის გამოძიება დაწყებულია.