ბლინკენი: რუსეთი უკრაინაში მოპარულ მარცვლეულს ყიდის
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, “რუსეთის მიერ თავის სასარგებლოდ მოპარული უკრაინული მარცვლეულის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია დადასტურებულია”.
ამის შესახებ დიპლომატმა ვირტუალური მრგვალი მაგიდის დროს თქვა, – წერს “ამერიკის ხმა”.
ბლინკენმა ასევე თქვა, რომ “უკრაინიდან მარცვლეულის გატანა რუსეთის ქმედების ნაწილი იყო. მოსკოვის ამ ნაბიჯმა კიევის ხორბლის მოსავლის ექსპორტის უნარს დაარტყა და გლობალური სასურსათო კრიზისი გააუარესა”.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge