რუსეთი უკრაინის საზღვართან ფართომაშტაბიან სამხედრო სწავლებებს აპირებს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლებებში მონაწილეობას 100 სამხედრო ავიაგამანადგურებელი და ვერტმფრენი მიიღებს. სამხედრო შენაერთების როტაციული ხასიათის სწავლებები აშულუკის სამხედრო პოლიგინზე (ასტრახანის ოლქი) ჩაივლის. სამხედრო ექსპერტების აზრით, აღნიშნული სამხედრო მანევრი უკრაინის და დასავლეთის ქვეყნების დასაშინებლად და საკუთარი საბრძოლო პოტენციალის წარმოსაჩენად არის მიმართული. აშულიკი უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან ათასი კოლომეტრით არის დაშორებული, მიუხედავად ამისა, საავიაციო სწავლებების ჩასატარებლად ეს პერიმეტრი საკმარისი არ არის, რაც იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთის ავიაცია არაერთხელ დაარღვევს უკრაინის საჰაერო სივრცეს, რადგან ფრენები არმავირიდან, ყირიმიდან, მოზდოკიდან და მოროზოვკადან განხორციელდება.