“გამოძიების დაწყების შემთხვევაში გამოჩნდება, როგორ ჩაიგდო ხელში ექსპრეზიდენტმა „რუსთავი2“

  საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია აცხადებს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ს ამჟამადაც ყოფილი ხელისუფლება აკონტროლებს. გაზეთ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ბესელია აღნიშნავს, რომ გამოძიების დაწყების შემთხვევაში, გამოჩნდება, თუ როგორ ჩაიგდო ხელში ექსპრეზიდენტმა აღნიშნული ტელეკომპანია.
“რუსთავი 2-ს ხელისუფლებამ მისცა თავისუფლება ისევე, როგორც სხვა ტელევიზიებს. დღეს ის მედიას არ აკონტროლებენ და ეს იგრძნო ყველამ. „რუსთავი 2“-ს კი, ყოფილი ხელისუფლება დღესაც აკონტროლებს და გამოძიება თუ ჩატარდება, გამოჩნდება, როგორ ჩაიგდო ხელში ეს ტელევიზია მიხეილ სააკაშვილმა. მე მახსოვს ქიბარ ხალვაშის ჩვენებები, სადაც ის ყველაფერს ყვება”, – აცხადებს ბესელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები