ლიბერთის აქცია სამომხმარებლო სესხებზე გრძელდება

ლიბერთი ახალი სტრატეგიის ფარგლებში აგრძელებს მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტებისა და შეთავაზებების შექმნას. ამჯერად, ბანკი მომხმარებლებს ,,ახალი” ბარათით სარგებლობისას გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს.

სამომხმარებლო სესხებზე კამპანიის ფარგლებში, ახალი სესხის აღების ან სესხის სხვა ბანკიდან გადმოტანის ან გაერთიანების შემთხვევაში, ლიბერთის მომხმარებლებს შეუძლიათ 30 ივნისის ჩათვლით ჩაერთონ ‘ქეშბექ’ აქციაში და დაიბრუნონ 50-დან 300 ლარამდე ქეშბექი. ასევე, ისარგებლონ 6 თვემდე საშეღავათო პერიოდით.

ქეშბექის აქციაში მონაწილე ყველა პირი უნდა სარგებლობდეს ან ისარგებლოს „ახალი” ბარათით. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი საშეღავათო პერიოდით ისარგებლებს, საპროცენტო განაკვეთი 10,9%-დან, ხოლო ეფექტური 21,28%-დან განისაზღვრება. ლიბერთის სამომხმარებლო სესხი გამოირჩევა სიმარტივით – 50 000 ლარამდე თანხის მიღება უზრუნველყოფის გარეშეა შესაძლებელი, დადასტურებულ შემოსავლად განიხილება ფულადი გზავნილებიც. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი 9.9%-დან განისაზღვრება (ეფექტური – 20.14%-დან).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები