სლავიანსკის ,,სახალხო მერი“ მოსკოვში გაიქცა
საინფორმაციო სააგენტო ,,ურა-ინფორმ.დონბასის“ ინფორმაციით, ქალაქ სლავიანსკის ,,სახალხო მერი“ მოსკოვში გაიქცა. აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი პრობლემების გამო, მან, ლუგანსკისა და დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მეთაურების მსგავსად, პოლიტიკური თავშესაფარი რუსეთს მოსთხოვა.
უკრაინული საინფორმაციო სააგენტოების განცხადებით, სლავიანსკის მერმა ერთ-ერთ ტელეარხზე საკმაოდ ტენდენციურად შეაფასა 17 ივლისის ,,ბოინგ 777“-ის ავიაკატასტროფის ირგვლივ მომხდარი მოვლენები, იგივე ტიპის კომენტარი გაუკეთა მან აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო პროცესებს. დღეს ყოფილი ,,სახალხო მერი“ მოსკოვშია და პრესასთან ინტენსიური ხასიათის შეხვედრებს მართავს.