თავდასხმა სვიატოგორის ლავრაზე – ზელენსკი გაეროსა და იუნესკოს რეაგირებას ელოდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას და იუნესკოს გარიცხოს თავისი რიგებიდან რუსეთი როგორც ტერორისტი-სახელმწიფო, რომელიც ანადგურებს ისტორიულ ძეგლებს და სოციალურ ინფრასტრუქტურას უკრაინაში.

რუსულმა არტილერიამ დღეს, 4 ივნისს კვლავ იერიში მიიტანა სვიატოგორის ლავრაზე დონეცკის რაიონში. ხანძარმა გაანადგურა ყოვლადწმინდა სკიტე, რომელიც ჯერ კიდევ 1912 წელს აკურთხეს.

პირველად ის საბჭოთა მმართველობის დროს გაანადგურეს. შემდეგ აღადგინეს და ახლა რუსულმა ჯარმა დაწვა.

„ოკუპანტებმა ზუსტად იციან რომელ ობიექტს ესვრიან. მათ იციან, რომ სვიატოგორის ლავრას ტერიტორიაზე არ არის სამხედრო სამიზნე. იციან, რომ იქ სამხედრო მოქმედებებისგან 300-მდე მშვიდობიანი მოსახლე იმალება, მათ შორის 60 ბავშვი. მაგრამ რუსული არმია მაინც ბომბავს ლავრას, ისევე როგორც დონბასს ისევე როგორც სხვა ტერიტორიებს უკრაინის ნებისმიერ სხვა წერტილში, რომელსაც შეუძლია მისწვდეს, მათთვის სულერთია რას გადააქცევენ ნანგრევებად. რუსეთის მიერ დამწვარი ყოველი ეკლესია უკრაინაში, ყველა აფეთქებული სკოლა, ყველა დანგრეული მემორიალი მოწმობს, რომ იუნესკოში რუსეთის ადგილი არ არის… ჩვენ ლოგიკურ და სამართლიან პასუხს ველით გაეროსა და იუნესკოსგან. რუსეთი სრულიად უნდა იზოლირდეს და პასუხი აგოს ჩადენილისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები