არსებობს სამი სიტყვა, რისთვისაც უკრაინელები იბრძვიან: „მშვიდობა“, „გამარჯვება“, „უკრაინა“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში ომის დაწყების 100 დღისადმი მიძღვნილ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, 2014 წელს რუსეთი უკრაინაში სიტყვა „ომით“ მივიდა, 24 თებერვალს კი ამ სიტყვას კიდევ ერთი სიტყვა დაუმატა და გააკეთა ფრაზა – „სრულმასშტაბიანი ომი“.
უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში 100 სიტყვა დაასახელა, რომლებიც 100 დღის განმავლობაში, ომის მიმდინარეობისას უკრაინელებისთვის როგორც საფრთხის, ასევე იმედის სიმბოლოა.
„100 დღე – 100 სიტყვა. პირველ რიგში, ეს ორი სიტყვაა: „ჩვენი გმირები“. ადამიანები, რომლებიც ჩვენს სახელმწიფოს, 24 თებერვლის ღამიდან იცავენ. ასევე უცხო სიტყვები, რომლებიც უკრაინაში მშობლიური გახდა: „ბაირაქტარი“, „Harpoon“, „HIMARS“, „სტარლინკი“, „Rzeszow“ და რა თქმა უნდა, „ლენდ-ლიზი“ – ერთი სიტყვა, მაგრამ ეს ბრძოლის 100 დღეს, დიპლომატიის 100 დღესა და მხარდაჭერის 100 დღეს ასახავს და სიტყვა, რომელიც ჩვენს ხასიათში რაღაც მნიშვნელოვანს ასახავს – „ჯაველინები“, რომლებიც მტერს აშინებდნენ, რადგან არ ელოდნენ, რომ ჯავშანი მათ არ გადაარჩენდა“, – განაცხადა ზელენსკიმ.