გიორგი სიგუა მისი გათავისუფლების გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობას ხვალიდან რუსუდან მამაცაშვილი შეასრულებს. რუსუდან მამაცაშვილი სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი სიგუას პირველი მოადგილე იყო.
სიგუა თანამშრომლებს სასტუმრო “რედისონში” დაემშვიდობა, სადაც საქართველოს საიმიჯო კლიპის პრეზენტაცია გაიმართა.
აღნიშნული კლიპის პრეზენტაციის შემდეგ, სიგუამ თანამშრომლებს მიმართა და მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის.
მისი თქმით, ის მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება არ გაასაჩივრებს.
“მე ქედს ვიხრი თქვენს წინაშე. დიდი მადლობა გათენებული ღამეებისთვის, ინიციატივებისთვის. ჩვენ გავამართლეთ ძველი აფრიკული ანდაზა, რომელიც ამბობს, რომ “თუ გინდა წახვიდე სწრაფად, იარე მარტო. თუ გინდა წახვიდე შორს, იარე ერთად”, ჩვენ მივდიოდით ერთად, ამიტომ წავედით შორს”, – აღნიშნა სიგუამ.