ირანში საპროტესტო ტალღას კიდევ ერთი ახალგაზრდა მსხვერპლი ჰყავს
ფეხბურთის მწვრთნელი იმ ასობით ადამიანს შორისაა, რომლებიც, სავარაუდოდ, ირანში მასშტაბური ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს დაიღუპნენ,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.
26 წლის მწვრთნელ ამირ მოჰამედ კოხკანს 3 იანვარს, ნეირიზის ქალაქში გამართული საპროტესტო აქციების დროს, საბრძოლო მასალა მოხვდა, – განაცხადა მისმა მეგობარმა მედიასთან.
მეგობრების თქმით, მისი ოჯახი გლოვობს და „გაბრაზებულია, რადგან ის რეჟიმმა მოკლა“.
მეგობარმა “ბიბისის” განუცხადა, რომ კუხკანი სამხრეთ-დასავლეთ ფარსის პროვინციაში, ნეირიზში მოკლეს. მეგობარს ინციდენტის უშუალო მოწმე არ ჰყოლია, თუმცა ეს ინფორმაცია ადგილზე მყოფი თვითმხილველებისგან მოისმინა.
ირანის სახელმწიფო მედია და ოფიციალური წყაროები აქციის მონაწილეებს „ხულიგნებს“ უწოდებენ და მოვლენებს უცხო ძალების ინსპირირებულად აფასებენ, თუმცა მისი ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ კოხკანი ძალადობრივ ქმედებებში არ მონაწილეობდა.
ანონიმური წყაროს ნცობით, ოჯახს უთხრეს, რომ ცხედარს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადასცემდნენ, თუ ხელისუფლება დარწმუნდებოდა, რომ ეს საზოგადოებრივ არეულობას არ გამოიწვევდა.