“როდესაც, დღევანდელი დღესავით, მომავალშიც ვიხილავთ ზოგიერთი უცხოური საელჩოს კოორდინირებულ, ცილისმწამებლურ ფლეშმობს “პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებაზე”, გვახსოვდეს, ვინ გვაკრიტიკებს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პაპუაშვილი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სტრასბურგმა ყოველ ჯერზე ამხილა ქართული მართლმსაჯულების “პოლიტიზირებულობის” ყველა ბრალდება, როგორც უსაფუძვლო და ცილისმწამებლური.
“თუმცა, დღემდე არც ერთ უცხოელ პოლიტიკოსს თუ დიპლომატს არ მოუხდია ბოდიში იმ ქართველი მოსამართლეებისთვის, რომლებიც მიზანმიმართული პოლიტიკური თავდასხმის ობიექტად აქციეს.
არადა, ბოდიში მოსახდელი აქვთ”, – წერს პაპუაშვილი.