ირანის საპროტესტო ტალღას ქეშმის კუნძულზეც მსხვერპლი მოჰყვა – მოკლულია 29 წლის მამაკაცი

ირანში გამართული საპროტესტო აქციების დროს უსაფრთხოების ძალებმა 29 წლის მამაკაცი მოკლეს.

წყარომ IranWire-ს განუცხადა, რომ მაჰმუდ მუსავი ქეშმის კუნძულზე დემონსტრაციების დროს გარდაიცვალა.

მუსავის ოჯახის წევრების და უფლებადამცველების თქმით, ის მშვიდობიანად მონაწილეობდა საპროტესტო გამოსვლებში და არ ქონდა თან საბრძოლო მასალა.

ოჯახის წევრების განცხადებით, მისი სიკვდილი მნიშვნელოვანი დარტყმა იყო მათთვის, რადგან მუსავი აქტიურად მონაწილეობდა პროტესტებში და მშვიდობიანად ცდილობდა აზრის გამოხატვას.

აშშ-ში დაფუძნებულმა ჯგუფმა „ირანში ადამიანის უფლებათა დამცველებმა“ (HRANA) განაცხადა, რომ მათ დაადასტურეს 500 მომიტინგისა და 48 უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის გარდაცვალება, ხოლო 10 600-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. თუ ეს ცნობები დადასტურდა, დაღუპულთა რიცხვის შესახებ ინფორმაცია ირანში ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან რეპრესიებს შორის ჩაითვლება.

შეგახსენებთ, საპროტესტო აქციები 28 დეკემბერს, ვალუტის მკვეთრი დევალვაციის შემდეგ დაიწყო და მას შემდეგ ირანის ათობით ქალაქში გავრცელდა. ხუთშაბათს, მთავრობის მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტის გათიშვის შემდეგ, დემონსტრაციები გაძლიერდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები