ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციაზე: მათი „ლოგიკით“, გამოდის, რომ ხალხმა ანტი-ევროპული ხელისუფლება აირჩია?!
აი, ასე იკარგებიან ლოგიკაში. მალე დაიკარგებიან პოლიტიკაშიც, – ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმიანება საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, ოპოზიციის ლიდერების მიერ, გაკეთებულ განცხადებებს
მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები გაუგებარი კომენტარების მსგავსად პოლიტიკაშიც დაიკარგებიან.
„ხათუნა სამნიძე: პარტნიორებს ვუხსნით, რომ შესაძლოა, ხელისუფლება იყოს უვარგისი, მაგრამ ევროკავშირი ქართველი ხალხის არჩევანია. ზუსტად იგივეს ამბობს გახარია, სამადაშვილი, და სხვა ოპოზიციონერები. მათი „ლოგიკით“, გამოდის, რომ ხალხმა ანტი-ევროპული ხელისუფლება აირჩია?! აი ასე იკარგებიან ლოგიკაში. მალე დაიკარგებიან პოლიტიკაშიც“, – წერს ანჯაფარიძე Facebook -ზე.