ბაიდენი აცხადებს, რომ უკრაინის გადასაწყვეტია, დათმობს თუ არა ტერიტორიებს

President Joe Biden speaks about the May jobs report, Friday, June 3, 2022, in Rehoboth Beach, Del. (AP Photo/Patrick Semansky)

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ უკრაინის გადასაწყვეტია, დათმობს თუ არა თავისი ტერიტორიის ნაწილს მშვიდობის მისაღწევად და რუსეთის შემოჭრის დასასრულებლად. ამის შესახებ CNN-ი წერს.

„მე არ ვაპირებ მათ ვუთხრა, რა უნდა გააკეთონ და რა არ უნდა გააკეთონ. თავიდანვე განვაცხადე, რომ არაფერი გადაწყდება უკრაინაზე უკრაინის გარეშე. ეს მათი ტერიტორიაა. მე არ ვაპირებ მათ ვუთხრა რა უნდა გააკეთონ და რა არ უნდა გააკეთონ“, – განაცხადა ბაიდენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები