სომხეთში „წინააღმდეგობის მოძრაობა“ მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციას მართავს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოპოზიციას ბლოკირებული აქვს შენობის ყველა შესასვლელი.
„ახლა ჩვენი ამოცანაა ყველა შესასვლელის გადაკეტვა. არც კი სცადოთ შენობაში შესვლა. გადაკეტეთ ექვსივე შესასვლელი. იმოქმედეთ მშვიდად, არ შეხვიდეთ პოლიციასთან კონფლიქტში“, – მოუწოდა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ბლოკ „სომხეთის“ დეპუტატმა იშხან საღათელიანმა აქციაზე შეკრებილებს.
შეგახსენებთ, რომ სომხეთში, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, ოპოზიცია აქციებს რამდენიმე კვირაა მართავს.