ბავარიაში, ქალაქ გარმიშ-პარტენკირხენთან სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა.
Bild-ის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები, თუმცა, მათი ზუსტი რიცხვი, ჯერჯერობით, უცნობია.
ამავდროულად, dpa-სთან საუბარში პოლიციის წარმომადგენელმა მხოლოდ დაჭრილების არსებობა დაადასტურა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო სამსახურები, მათ შორის ავსტრიის ტიროლიდან.
გარმიშ-პარტენკირხენსა და ობერაუს შორის რკინიგზაზე მოძრაობა შეჩერებულია, მატარებლების შემოვლითი მარშრუტი მზადდება.
რამ გამოიწვია ავარია, ასევე, რამდენი მგზავრი იმყოფებოდა მატარებელში, ჯერჯერობით, უცნობია.