სევეროდონეცკთან Reuters-ის ჟურნალისტები დაჭრეს

სევერონეცკთან Reuters-ისა და RT-ის ჟურნალისტებს ცეცხლი გაუხსნეს, ერთი ადამიანი დაიღუპა.

ამის შესახებ RT-ის კორესპონდენტმა, იგორ ჟდანოვმა Telegram-ში დაწერა.

მისივე თქმით, ორივე გადამღები ჯგუფი სამოქალაქო მანქანებით გადაადგილდებოდა, ცეცხლი კი გამიზნულად გახსნეს.

„სევეროდონეცკის შესასვლელთან ცეცხლი გაგვიხსნეს. ერთ-ერთი ჭურვი ჩვენ წინ 5-10 მეტრში, ზუსტად ესკორტის მანქანას მოხვდა, რომელშიც “როიტერის” ორკაციანი გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა. თავიდან იყო განცდა, რომ ავტომობილი ნაღმზე აფეთქდა,  გვერდზე გადაბრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა. მძღოლი ადგილზე დაიღუპა, ჟურნალისტები საავადმყოფოში არიან“, – წერს ჟდანოვი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები