რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში ინტენსიური საუბრის საგანია მას შემდეგ, რაც მაისის ბოლოს დაზვერვამ მეოთხე, ყოვლისმომცველი შეფასება მოამზადა.
აშშ-ის საიდუმლო მოხსენებაში ნათქვამია, რომ პუტინი, როგორც ჩანს, “თავიდან დაიბადა” მას შემდეგ, რაც აპრილში კიბოს მკურნალობის კურსი გაიარა.
ამის შესახებ Newsweek-ს აშშ-ის დაზვერვის სამმა წარმომადგენელმა უამბო.
ოფიციალური პირების თქმით, შეფასებები ასევე ადასტურებს, რომ მარტში პუტინზე თავდასხმის მცდელობა იყო.
სამი სხვადასხვა სადაზვერვო სამსახურის მაღალი რანგის ჩინოვნიკი შეშფოთებულია, რომ პუტინი სულ უფრო პარანოიდული ხდება მისი ძალაუფლების მიმართ, სტატუსის მიმართ, რომელიც უკრაინის კურსს არამდგრადსა და არაპროგნოზირებადს ხდის.
მაგრამ, მათი თქმით, ასევე, ეს ნაკლებად სავარაუდოს ხდის ბირთვული ომის პერსპექტივას.
“პუტინის ძალაუფლება ძლიერია, მაგრამ აღარ არის აბსოლუტური”, – ამბობს დაზვერვის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელსაც ანგარიშებთან პირდაპირი წვდომა აქვს. მისი თქმით, „კრემლის შიგნით სასტიკი ბრძოლა არასოდეს ყოფილა ასეთი ინტენსიური მისი მმართველობის დროს, ყველა გრძნობდა, რომ დასასრული ახლოვდებოდა“.
სამივე ოფიციალური პირი ამბობს, რომ რუსეთის ლიდერის იზოლაცია აშშ-ის დაზვერვას პუტინის სტატუსისა და ჯანმრთელობის ზუსტი შეფასების გაკეთების შესაძლებლობას ურთულებს.