მაკა ბოჭორიშვილი ავსტრიის ელჩს, თომას მიულმანს შეხვდა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, თომას მიულმანს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ გადადგმული ნაბიჯები და მოლოდინები, ასევე, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს.
მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისთვის ევროკავშირის წევრი-სახელმწიფოების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.