საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარი ანგარიშით 4:0 დაამარცხა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის პირველ შეხვედრაზე გიბრალტარის ნაკრები ანგარიშით 4:0 დაამარცხა.
მეტოქის კარში გატანილი გოლის ავტორები ხვიჩა კვარაცხელია, გურამ კაშია, ჟორჟ მიქაუტაძე და ვაკო ყაზაიშვილი არიან.
საქართველოს ნაკრები გიბრალტარს 4-ჯერ შეხვდა – ევრო 2016-ის და ევრო 2020-ის შესარჩევი ჯგუფებში. ქართველმა ფეხბურთელებმა მეტოქე ოთხივეჯერ დაამარცხეს – 3:0, 4:0, 3:0 და 3:2.