დონეცკი მთელი ღამის განმავლობაში საარტილერიო დანადგარებიდან იბომბებოდა

  დონეცკის მერიის პრესსამსახურის განცხადებით, გუშინ მთელი ღამის განმავლობაში  ქალაქში საარტილერიო ჭურვების ზალპის ხმა ისმოდა. უკრაინის სამხედრო შენაერთებმა მძიმე საარტილერიო დანადგარებიდან ქალაქს ცეცხლი გაუხსნეს. დღეს დილიდან მდგომარეობა ქალაქში ძალიან დაძაბულია, რიგ რაიონებში არ მუშაობს ტრანსპორტი, დარღვეულია საკომუნიკაციო სისტემები. ქალაქის ბევრ უბანს არ მიეწოდება ელექტროენერგია, დაზიანებულია მიკროელექტროსადგურები. დღეს მოხერხდა  აბაკუმოვის მიკრორაიონისთვის ელექტროენერგიის მიწოდება, რომელიც საარტილერო ცეცხლის დროს დაზიანდა. იგივე სიტუაციაა კიროვისა და პეტროვსკის რაიონებში. ამჟამად ქალაქის მერია ტრანსპორტის ხაზების აღდგენას ცდილობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები