ბანგლადეშში ბორანის ამობრუნების დროს 50 კაცის გადარჩენა მოხერხდა
საინფორმაციო სააგენტო ,,რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ბანგლადეშის დედაქალაქთან ახლოს კატასტროფა განიცადა მგზავრებით დატვირთულმა ბორანმა, რომელიც ზედმეტი ტვირთის გამო გადაბრუნდა, გადარჩენილია 50-ამდე მგზავრი. ინციდენტი დღეს დილით მდინარე პადმაზე მოხდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბორანზე იმყოფებოდა 200-იდან 450-მგზავრამდე. ადგილობრივი გამოცემების თანახმად, გადარჩენილია 110 ადამიანი, ამჟამად ინციდენტის ადგილზე მაშველები მუშაობენ.