გოგა ხაინდრავა: ფილმი “დემოკრატიის შუქურა” სააკაშვილის განაჩენია

   რეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ ფილმი „დემოკრატიის შუქურა“, რომელიც არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპის ქვეყნებშიც გავიდა, სააკაშვილის განაჩენია. როგორც გოგა ხაინდრავა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ამბობს, იგი დიდი ხანია „ნაციონალურ მოძრაობას“ ყელში ეჩხირება და სწორედ ამიტომ გააკეთა აქცენტი მასზე ერეკლე კოდუამ სატელევიზიო ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ ერეკლე კოდუამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ მას ბადრი პატარკაციშვილმა გოგა ხაინდრავას და კიდევ რამდენიმე პირის მკვლელობა შეუკვეთა. რეჟისორი გამომცემლობასთან სწორედ იმ მიზეზებზე საუბრობს, თუ რატომ გააკეთდა აქცენტი მაინცდამაინც მასზე.
„პირველი მიზეზი ამისა არის “ნაციონალების” სრული სასოწარკვეთა. კარგად იციან, დადგა მათი პოლიტიკური აღსასრული. თუ ოდესმე მოვიდოდა ეს დღე, სააკაშვილს ორი მიზეზის გამო ვერ წარმოედგინა: 1. იმიტომ, რომ ფსიქიკურად დაავადებულია და 2. ლობისტების იმედი ჰქონდა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ისეთი ადამიანები მოვიდნენ, რომლებსაც აქვთ უნარი, ხანდახან დინების წინააღმდეგ წავიდნენ და საზოგადოების მოთხოვნა და სურვილი საერთაშორისო პოლიტიკურ კონიუნქტურაზე წინ დააყენონ.
სააკაშვილი ბოლო წუთამდე დარწმუნებული იყო, რომ ის, რაც მოხდა, არ მოხდებოდა. როცა დაინახა, დღეს პასუხისგებაშია მიცემული, შიზოფრენიამ წითელ ზოლს გადაამეტა და ეს აბსურდი გამოაცხო. მხოლოდ მათ ავადმყოფ გონებაში შეიძლება დაიბადოს მეგობრისა და ახლობლის გაწირვის გადაწყვეტილება. ასე დამართეს თავიანთ მეგობარ ზურაბ ჟვანიას. “ნაციონალებს” დიდი ხანია, ყელში ვეჩხირები. ერთ-ერთი, ვინც “ნაციონალები” და პირადად სააკაშვილი ხერხემალში გადატეხა, მე ვიყავი. ამაზე განსაკუთრებით იმოქმედა ჩემმა ფილმმა “დემოკრატიის შუქურა”, რომელიც არჩევნების წინ არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ ევროპაში გავიდა. ეს ფილმი, პრაქტიკულად, სააკაშვილის განაჩენია“, – აცხადებს გოგა ხაინდრავა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები