გიორგი ამილახვარმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში – „ადრეული განათლება და ზრუნვა”

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა, ბათუმში გამართულ პირველ საერთაშორისო კონფერენციაში – „ადრეული განათლება და ზრუნვა” – მიიღო მონაწილეობა.

პარლამენტის ინფორმაციით, გიორგი ამილახვარმა ადრეული და სკოლამდელი განათლების მნიშვნელობაზე, ასევე იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომელიც ამ ეტაპზე საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარეობს.
„კონფერენცია, ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ადრეული განათლების სფეროში ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და ინკლუზიის შესახებ აკადემიურ დისკუსიასა და ცოდნის გაზიარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ადრეულ და სკოლამდელ განათლებაზე ზრუნვა მომავალი თაობების, საბოლოო ჯამში კი ქვეყნის წარმატების საწინდარია”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა. კონფერენციაში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და თვითმმართველობების, აკადემიური წრეების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და სკოლამდელი დაწესებულებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები