„გამოძიების კითხვებზე პასუხი ყველამ უნდა გასცეს“

   შანსების კალკულაციას ნუ მომთხოვთ, შემიძლიათ გითხრათ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია -ასე გამოეხმაურა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი აშშ-ის მიერ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის შესაძლო გადმოცემის თემას.
„კითხვებზე, რომლებიც გამოძიებას აქვს, პასუხი ყველამ უნდა გასცეს. არცერთ ჩვენს მეგობარ, პარტნიორ სახელმწიფოსთან, მათ შორის სტრატეგიულ მოკავშირე აშშ-სთან არ გვაქვს პრობლემა. პირიქით, გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, ურთიერთობა და კომუნიკაცია იმისთვის, რომ ზედმეტი დამატებითი კითხვები არ გაჩნდეს“, – აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები