უკრაინა რუსულ კომპანიებს სანქციებს დაუწესებს

   უკრაინას მთავრობის გადაწყვეტილებით, ფინანსური სანქციები დაუწესდა რიგ რუსულ კომპანიებს, რომელთა კაპიტალის გარკვეული ნაწილი უკრაინის სავალუტო ბაზარზეა დაბანდებული. სანქციების პირობები ევროკავშირისა და ამერიკის სანქციების იდენტურია. ამის შესახებ გამომცემლობა ,,კომერსანტი“ წერს, რომელსაც ინფორმაცია უმაღლესი რადის პრესსამსახურმა მიაწოდა. მონაცემების თანახმად, საქმე ეხება იმ რუსულ მეგაკომპანიებს, რომლებიც ნავთობპროდუქტების ექსპორტით არიან დაკავებულნი, ასევე – იარაღის მწარმოებელ სახელმწიფო კომპანიებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები