სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორგანიზებით გამართული ბირთვული მასალების კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე სწავლება დასრულდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორგანიზებით, ბირთვული მასალების კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე, ეროვნული სწავლება გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას სუს ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტრენინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრში, პროექტ “CONTACT- Black Sea”-ის ფარგლებში ჩატარდა და შავი ზღვის რეგიონში რადიოაქტიური და ბირთვული მასალების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავდა მიზნად.

ერთწლიანი ინტენსიური მომზადების პროგრამა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სსიპ – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა გაიარეს. ღონისძიების დასასრულს, სასწავლო კურსში მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

პროექტი აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ნორვეგიის მთავრობების ფინანსური დახმარებით, გაეროს დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევის რეგიონთაშორისი ინსტიტუტისა (UNICRI) და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები