მოსკოვს ზელენსკის არ სჯერა
მოსკოვს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვების არ სჯერა, რომელმაც თქვა, რომ, აშშ-სგან რეაქტიული სისტემების მიღების შემთხვევაში, კიევი რუსეთის ტერიტორიის დაბომბვას არ აპირებს.
როგორც კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, “რუსეთს უკრაინული მხარის მიმართ ნდობის კრედიტი არ გააჩნია”.
„ნდობის დროს გამოცდილება უნდა გქონდეს, რომ ადრე დაპირება შესრულებული იყო. სამწუხაროდ, ასეთი გამოცდილება სრულიად არ არსებობს. პირიქით, მოვლენების მთელი მიმდინარეობა ადასტურებს იმას, რომ, პრეზიდენტ ზელენსკის საარჩევნო დაპირებიდან დაწყებული, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულებულიყო ომი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ის შესრულებული არ იყო. მინსკის შეთანხმებებიც არ იყო შესრულებული, ისინი დავიწყებას მიეცა, უკრაინული მხარის ბრალეულობით. ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს ნდობის კრედიტი უკრაინული მხარის მიმართ“, – განაცხადა პესკოვმა.