400-ზე მეტმა უკრაინელმა სამხედრომ თავშესაფარი რუსეთს სთხოვა

  3 აგვისტოს 438 უკრაინელმა სამხედრომ რუსეთის სასაზღვრო პუნქტთან იარაღი ჩააბარა და თავშესაფარი მოითხოვა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ,,იტარ-ტასმა“ გაავრცელა ინფორმაცია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯარისკაცთა მასობრივი გადმოსვლა რუსეთის ტერიტორიაზე,  როსტოვის ოლქში მოხდა. რუსეთის სასაზღვრო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, რუსმა სამხედროებმა ლტოლვილ ჯარისკაცებს  ჰუმანიტარული კორიდორი გაუხსნეს და პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. აღსანიშნავია, რომ სამხედროებს შორის 164 მესაზღვრეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები