თურქეთში შესვლისთვის დღეიდან PCR ტესტების წარდგენა სავალდებულო აღარ არის

თურქეთმა 1-ელი ივნისიდან ქვეყანაში შესვლისთვის უარყოფითი PCR ტესტის ან კორონავირუსზე ანტისხეულების ტესტების წარდგენის სავალდებულო მოთხოვნა გააუქმა.

ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

„პანდემიასთან დაკავშირებით არსებული ვითარების შეფასებით, 1-ელი ივნისიდან ქვეყანაში შესვლისას აღარ იქნება საჭირო 72 საათით ადრე გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი ცნობის წარდგენა, ან 48 საათით ადრე გაკეთებული ანტიგენზე ტესტის პასუხი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ქვეყნის ხელისუფლებამ 29 მაისს პირბადის სავალდებულო ტარების რეჟიმი გააუქმა, გარდა სამედიცინო დაწესებულებებისა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები