ივანოვოს რეგიონში რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ბირთვული ძალების წვრთნები მიმდინარეობს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს, ივანოვოს რეგიონში ბირთვული ძალების წვრთნები დაიწყო.

სტრატეგიული სარაკეტო ძალების მანევრებში, დაახლოებით 1000 სამხედრო მოსამსახურე, და 100-ზე მეტი ტექნიკაა ჩართული.

უწყების ინფორმაციით, “იარსის” სტრატეგიული კომპლექსების ავტონომიური გამშვები სადგურების საბრძოლო საპატრულო მარშრუტებზე „ინტენსიური მანევრირება” მოხდება.

„სტრატეგიული რაკეტები ამუშავებენ სარაკეტო სისტემების საველე პოზიციებზე მიყვანას, 100 კმ-მდე სიგრძის მსვლელობას, მათი საინჟინრო აღჭურვილობის, შენიღბვისა და საბრძოლო უსაფრთხოების ორგანიზების საკითხებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

სტრატეგიული სარაკეტო ძალები რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალების მთავარი კომპონენტია და შექმნილია, შესაძლო აგრესიის ბირთვული შეკავებისთვის.

ისინი დაფუძნებულია “იარსის” კომპლექსებზე, რომლებსაც შეუძლიათ 11000 კილომეტრამდე მანძილზე სამიზნეების განადგურება. ისინი აღჭურვილია მრავალჯერადი ქობინით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები