მაკრონი: ნავთობის შემდეგ, პუტინს კიდევ ერთი ემბარგო ელოდება
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, 2022 წლის ბოლოსთვის ევროკავშირი რუსული ნავთობის იმპორტს 92%-ით შეამცირებს.
ამის შესახებ Ouest-France წერს.
მან ასევე არ გამორიცხა, რომ ემბარგო შესაძლოა, რუსულ გაზსაც შეეხოს.
მაკრონმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთი იმუშავებს უკრაინული მარცვლეულის მიწოდების განბლოკვაზე.
მან ასევე დაადასტურა, რომ სანქციების მეექვსე პაკეტი რუს ოლიგარქებზეც გავრცელდება, რუსული ”სბერბანკი” კი SWIFT-დან გაითიშება.
ევროსაბჭოს ხელმძღვანელის, შარლ მიშელის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის შესახებ შესაძლოა, 1-ელ ან 2 ივნისს გამოაცხადონ.