ბაიდენი: რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკება ჩიხშია შესული

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკება ჩიხშია შესული.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა The New York Times-ისთვის დაწერილ მასალაში განაცხადა.

“ის ჩიხშია შესული, რადგან რუსეთი უკრაინაში ომს რაც შეიძლება დიდ ნაწილზე კონტროლის დამყარების მიზნით აგრძელებს. შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას უკრაინის გასაძლიერებლად და მხარს დაუჭერს მის ძალისხმევას კონფლიქტი მოლაპარაკებით დასრულდეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, როგორც ბაიდენმა აღნიშნა,  ამჟამად შეერთებული შტატები ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსეთი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას გეგმავს.

”მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ, რუსული ატომური რიტორიკა ჟღარუნია და თავისთავად სახიფათო და უკიდურესად უპასუხისმგებლოა. ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო: ამ კონფლიქტში ნებისმიერი მასშტაბის ბირთვული იარაღის გამოყენება სრულიად მიუღებელი იქნება ჩვენთვის, ისევე – როგორც დანარჩენი მსოფლიოსთვის და გამოიწვევს საშინელ შედეგებს“, – თქვა მან.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები