სერგეი გაიდაი: რუსები სევეროდონეცკის უმეტეს ნაწილს აკონტროლებენ

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი აცხადებს, რომ რუსული ჯარები ქალაქ სევეროდონეცკის უმეტეს ნაწილს აკონტროლებენ.

„არსებობს მანევრირების შესაძლებლობა, ამიტომ სამხედროები ახლა მშვიდად იკავებენ თავდაცვის პოზიციებს. ამ ეტაპზე, ქალაქში დაზიანებულია სახლების 90%, საიდანაც 60%-ის აღდგენა თითქმის შეუძლებელია. ყველა კრიტიკული ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურებულია.

ახლა არ არსებობს სევეროდონეცკის დატოვების შესაძლებლობა. ეს ძალიან სარისკოა და ძალიან მცირეა უვნებლად გაქცევის რეალური შანსი. ამიტომ, უბრალოდ აზრი არ აქვს ადამიანების სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენებას“, – განაცხადა გაიდაიმ.

მანვე დასძინა, რომ რუსეთის მიზანი უკრაინული ჯარის ალყაში მოქცევაა. „რა თქმა უნდა, მათ სურთ ლუგანსკის მთელი რეგიონის დაპყრობა ბევრად უფრო სწრაფად. ისინი სევეროდონეცკის მთელი ტერიტორიის დაკავებას ვერ ახერხებენ“, – აღნიშნა ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები