ალექსანდრე ტაბატაძე: ჩვენს საამაყო პოლიციელებს ვულოცავ პროფესიულ დღეს – მათი მუხლჩაუხრელი და გმირული შრომის შედეგია უსაფრთხო გარემო, რომელშიც ვერასოდეს გაბატონდება კრიმინალი და უკანონობა
პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ტაბატაძემ პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა.
“ჩვენს საამაყო პოლიციელებს ვულოცავ პროფესიულ დღეს. ქართული პოლიცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშვიდობიან განვითარებაში.
ქართველი პოლიციელების თავდადება, პროფესიონალიზმი და მართლმსაჯულების სადარაჯოზე დგომა აძლიერებს საზოგადოების ნდობას მათ მიმართ. მათი მუხლჩაუხრელი და გმირული შრომის შედეგია უსაფრთხო გარემო, რომელშიც ვერასოდეს გაბატონდება კრიმინალი და უკანონობა.
მინდა, მადლობა გადავუხადო მათ ქვეყნის ერთგულებისთვის და ვუსურვო წარმატება ქვეყნის სამსახურში”, – განაცხადა ტაბატაძემ.